გაყალბების ძველი მეთოდების დაბრუნება?! - რას გეგმავს "ოცნება"
უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ჩამოვლენ. მაისის ბოლოდან, პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში საერთაშორისო მისია ადგილიდან დააკვირდება.
ამომრჩევლების მოსყიდვისა და ოპოზიციის საარჩევნო კამპანიებს დარბევის მაღალი რისკის გამო, როგორც ჩანს, ეუთომ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და შეერთებულმა შტატებმა მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტეს.
გადამწყვეტი არჩევნების სამართლიანობა მხოლოდ არჩევნების დღით არ შეფასდება - დაკვირვების ქვეშ ექცევა, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი. ამ ფონზე კი "ქართული ოცნება", არჩევნების გაყალბების ძველს მეთოდებს აბრუნებს.
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც არჩევნების დღეს მიმოქცევაში ძველ, ლამინირებულ პირადობის მოწმობებს აბრუნებს. "ქართული ოცნების" ხმებით დამტკიცებულ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას უკვე მოყვა პოლიტიკური პროტესტი.
რუსუდან დუმბაძე ყველა დეტალით