IRI-ის კვლევა: პროდასავლური ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უგებს

15.11.23 23:07
 IRI-ის კვლევა: პროდასავლური ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უგებს

 IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი  გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. 

კერძოდ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

სხვა პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)
  • „ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)
  • „ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)
  • „გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)
  • გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
  • „მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)
  • „ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
  • „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
  • „ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)
  • სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

მსგავსი სიახლეები