რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში - რა წერია IRI - ის კვლევაში
რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები ცნობილია.
კვლევის თანახმად, “ქართულ ოცნებას” არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 29%.
კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში შედეგები ასე გამოიყურება:
- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" - 40%
- “ქართულ ოცნება" - 29%
- “გირჩი და დროა”- 18%
- "გირჩი"- 16%
- “ევროპულ საქართველო"- 13%
- “კონსერვატიულ მოძრაობა - ალტ-ინფოს” - 12%
- “ლეიბორისტულ პარტია”- 11%
- “ლელო”, - 10%
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ 9%
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 9 %,
- „საქართველოსთვის“ - 8%,
- „მოქალაქეები“ - 6%,
- „ხალხის ძალა“ - 4 %,
- „ხალხისთვის“ - 2%.
- გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს,
- 12% - არ იცის
- 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.