გამოკითხულთა 77% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.