მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI
მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - ასეთი სურათი აჩვენა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევამ.
კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7%-მა არ იცის, ან უარი განაცხადა პასუხზე.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.