86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - IRI

16.11.23 01:10
86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - IRI

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ჯამში გამოკითხული მოსახლეობის 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ევროკავშირში გაწევრიანებას წინააღმდეგია 9%, ხოლო 5% აცხადებს, რომ არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის თანახმად, მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, დაუსვეს კითხვა, მაინც დაუჭერენ თუ არა მხარს, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტას ნიშნავს

  • 55%-მა თქვა, რომ მხარდაჭერა უცვლელია;
  • 19% ამბობს, რომ კვლავ დაუჭერს, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად;
  • 9%-ის თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
  •  8%-ის თქმით, მკაცრად ეწინააღმდეგება. 
  • 9%-მა უარი თქვა პასუხზე ან აღნიშნა, რომ არ იცის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51%-ს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს.

  • 32% - აშშ-ს;
  • 19% - აზერბაიჯანს;
  • 17% - თურქეთს;
  • 9% სომხეთს.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად კი ევროკავშირს გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, 31% - აშშ-ს; 28% - თურქეთს; 24% - აზერბაიჯანს; 16% - რუსეთს; 12% - უკრაინას.

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, ალიანსში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხული მოსახლეობის 79%. 16%  წინააღმდეგი, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები