კვლევა: გამოკითხულთა 77% დადებითად აფასებს ჯარს, 71% – საპატრიარქოს

16.11.23 01:22
კვლევა: გამოკითხულთა 77% დადებითად აფასებს ჯარს, 71% – საპატრიარქოს

ჯარი, საპატრიარქო, პოლიცია - ასე გამოიყურება სამი ინსტიტუტი, რომელსაც საერათაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად აფასებს. 

  • გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას; უარყოფითად - 16%,
  • 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს,  21%  - უარყოფითად;
  • 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას 28% კი უარყოფითად. 

ნეგატიურ რეიტინგებში კი საქართველოს პარლამენტი ლიდერობს. საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 56% ნეგატიურად აფასებს, პოზიტიურად 38%. 

პოლიტიკურ პარტიებს - ნეგატიურად  52% აფასებს, ხოლო პოზიტიურად - 37% პრეზიდენტის ოფისს – 47% ნრგატიურად ხოლო 41% პოზიტიურად აფასებს.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები