ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში ოპოზიციას ხვდება
დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კორუფცია - ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც ამ წუთებში ოპოზიციაა ვენეციის კომისიის წევრებს ესაუბრება.
კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მინიჭებამდე ცოტა ხნით ადრე კომისიამ გადაწყვიტა, ხელისუფლებას და ოპოზიციას პირისპირ ესაუბროს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია მთავარი გასაღები ევროკავშირის გზაზე, მისი შეუსრულებლობით კი ხელისუფლება ამ პროცესს საბოტაჟს უცხადებს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ძირითადად მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას. ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. საარჩევნო რეფორმა, ის რომ უარესდება საარჩევნო კოდექსი, აქაც ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, რომ არ მოხდეს გაუარესება საარჩევნო რეფორმის. თქვენ იცით, რომ ე.წ. კარვების კანონზე ვენეციის კომისიამ უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა და ჩვენ ამაზეც გვინდა, რომ გავამახვილოთ ყურადღება და ასევე, დეოლიგარქიზაციის გეგმა - ამბობს ხატია დეკანოიძე.