ომბუდსმენი ხელისუფლებას საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საპოლიციო ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საპოლიციო ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევა არ გაიზრდება, სამომავლოდ ქართველი ერი მსგავს პროვოკაციებს არაერთხელ იხილავს.
თუ გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც გამოძიებასთან მიმართებით კითხვის ნიშნებს დასვამს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი შეფასებები გვექნება. ამ ამბავთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წლიურ ანგარიშში უფრო ვრცლად იქნება აღწერილი. პირველადი შეფასებები გავაკეთეთ და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე - აღნიშნა იოსელიანმა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.