"ოცნება" IRI-ის ლანძღავს - ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი
"ქართული ოცნება" IRI-ის ლანძღავს - ირაკლი კობახიძე კვლევით ორგანიზაციას უნდობლობას უცხადებს.
"ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს" - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე.
„შეგიძლიათ გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, რომელსაც ატარებდა IPM; რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, ასევე რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და აქედან გამომდინარე შეუძლია საზოგადოებას დასკვნა გამოიტანოს, როგორ ჯობს პროგნოზების გაკეთება და რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საბოლო ჯამში იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო სურათში აისახებოდა. ესაა ჩემი რეკომენდაცია - გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ - არა, ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს.