"ოცნება" თავდასხმის რეჟიმში გადავიდა - კობახიძე გახარიას "გადამგდებს" უწოდებს, ოპონენტებს კი "კლუბის წევრებს" ეძახის
"ქართული ოცნება" თავდასხმაზე გადავიდა - ირაკლი კობახიძე მაღალი სანდოობით ცნობილ კვლევით ორგანიზაციას, IRI-ის უნდობლობას უცხადებს და ტრადიციულად ოპოზიცია გალანძღა.
მმართველი პარტიის ლიდერმა გიორგი გახარია "გადამგდებად", "ლელო" კი პოლიტიკურ კლუბად გამოაცხადა.
გახარიამ გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში - პრაქტიკულად, ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალი, „გადამგდებია“ ჩვეულებრივი - ამბობს კობახიძე.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე IRI-ს ლანძღავს, იქვე ამბობს, რომ და თქვა, რომ ეს კვლევა "ქართული ოცნების" დამაჯერებელ გამარჯვების გარანტიას იძლევა.
თუ უკვე 8 არჩევნები წააგეს, ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს. ასეთი ბედი ელით მათ მეცხრე ჯერზეც. ძალიან მძიმეა რეიტინგები, რომლებიც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - "ნაცმოძრაობა" 20 %-ს ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, რადგან სინამდვილეში, ეს პატარა პარტიები (ნაცმოძრაობა ცალკე თემაა) არ არიან პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან პოლიტიკური კლუბები, რომლებიც შედგება რამდენიმე კაცისგან. არსებითად ეს არის სურათი. პოლიტიკური კლუბი კი ვერასოდეს ვერ გადალახავს 5 %იან ბარიერს",- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" ლიდერი უფრო შორს წავიდა და "ლელოს" სახეები დაუწუნა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს "დამაჯერებლად" მოიგებს.