კობახიძე ადასტურებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს ხელისუფლება არ ითვალისწინებს

16.11.23 13:52
კობახიძე ადასტურებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს ხელისუფლება არ ითვალისწინებს

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელისუფლება არ ითვალისწინებს - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც შეხვედრა თბილისში ჩამოსულ კომისიის დელეგაციასთან გაამართა.

იქვე, "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის მიერ სამართლებრივი პრინციპების კუთხით გაცემული რეკომენდაციებიდან ყველაფერი გაითვალისწინა.

ერთადერთი კონკრეტული საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით განვიხილეთ, იყო ცესკოს ფორმირების წესი. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი. ჩვენ მიმოვიხილეთ დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმომადგენელი სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან. სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილების საკითხებს იქ უმეტეს შემთხვევაში ვითვალისწინებთ, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ - აღნიშნა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები