გადამწყვეტი არჩევნები - ვენეციის კომისიის დელეგაცია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
ვენეციის კომისიის დელეგაცია ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა - მათ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს, სადაც სასამართლო და საარჩევნო სისტემაზე, ასევე დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავენ ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან". მთავარი რაზეც კომისია ამახვილებს ყურადღებას არის, სასამართლო სისტემა და საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაკომპლექტების საკითხი.