ქართველები რუსების ტყვეობაში - ომბუდსმენი გათავისუფლების საკითხში არ მონაწილეობს

16.11.23 14:45
ქართველები რუსების ტყვეობაში - ომბუდსმენი გათავისუფლების საკითხში არ მონაწილეობს

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველის ტყვეობაში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვეთა გამოხსნის საკითხში არ მონაწილეობს.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ შესაბამის კოლეგა-უწყებებთან კომუნიკაციის საჭიროება არ არსებობს.

ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი სიახლეები