ვინ იქნება ენმ-ს პრემიერობის კანდიდატი?

16.11.23 15:15
ვინ იქნება ენმ-ს პრემიერობის კანდიდატი?

გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი? - "პირველების" ინფორმაციით, ეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობაში" ყველაზე აქტიურად განიხილება. ჩვენი ინფორმაციით, ახლა პარტიაა "ვივა-მედის" საკნად ქცეული პალატიდან ელოდება პასუხს.

აქ ერთი სამართლებრივი დეტალია, რომლის გათვალისწინებაც ხაბეიშვილის გუნდს მოუწევს - კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს კი მოქალაქეობა "ქართულმა ოცნებამ" ჩამოართვა. სააკაშვილი ახლა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა. 

ახლა ყველაა 20 ნოემბრის  სასამართლო პროცესის მოლოდინშია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ პროცესზე ვარდების რევოლუციის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართოს და პარტიის შეთავაზებასაც უპასუხოს. 

ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე "პირველებთან" დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს მხოლოდ იმას, რომ უნდა დაველოდოთ 23 ნოემბერს.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვას სურვილი, თუმცა 23 ნოემბრამდე მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს კონსულტაციები. 23 ნოემბერს ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას ეცოდინება "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიის შესახებ, მათ შორის, როდის იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელებული, ვინ იქნება, რა სტრატეგია ექნება გამარჯვების კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობას" და "სტრატეგია აღმაშენებელს", 23 ნოემბერს სრული ინფორმაცია ექნება ჩვენს მოქალაქეებს - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები