მივიღებთ იგივე მასშტაბის კორუფციულ სქემას, რაც გვაქვს რიკოთზე - დათუნაშვილი
"მივიღებთ, დაახლოებით, იგივე მასშტაბის კორუფციულ სქემას, რაც გვაქვს რიკოთზე, მილიარდნახევრიანი კორუფციული სქემა იქნება," - ასე აფასებს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი მეტროს ვაგონების განახლებისთვის 475 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას.
"ლელოს" წევრის შეფასებით, "ტყუილი" და "PR კამპანიაა" მეტროს ვაგონების განახლების გეგმა, რადგან დათუნაშვილი ვარაუდობს, რომ ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები კორუფციულ გარიგებებში დაიხარჯება.
გავიგეთ, რომ გოიმები არიან, მაგრამ მაინც ევროში არ ვთვლით ხოლმე ბიუჯეტის ხარჯზე, ევროს ხსენება მათგან ცოტა სასაცილო არის. ეს არის მილიარდ ნახევარი ლარი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტისთვის არის კოლოსალური თანხა. ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე ტყუილია და PR კამპანიაა და არაფერს რეალურად ესენი ამაში არ დახარჯავენ და მეორე პრობლემა არის, მივიღებთ, დაახლოებით, იგივე მასშტაბის კორუფციულ სქემას, რაც გვაქვს რიკოთზე, მილიარდნახევრიანი კორუფციული სქემა იქნება. სატრანსპორტო კომპანია ზუსტად იმავენაირად კორუმპირებული სტრუქტურაა, როგორც მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.