გამოუშვებს თუ არა "ოცნება" გოგაშვილს? - სააპელაციოში, სუს-ის ექს-შეფის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება

16.11.23 17:13
გამოუშვებს თუ არა "ოცნება" გოგაშვილს? - სააპელაციოში, სუს-ის ექს-შეფის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება

სოსო გოგაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, სუს-ის ექს-შეფის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება. ადვოკატები ამბობენ, რომ თუ სასამართლო კოლეგია კოლექტიური გავლენების ქვეშ არ მოექცევა, გოგაშვილს გაუშვებენ. 

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ იმის გამო რომ საქმეს გრიფითი საიდუმლო ადევს, მტკიცებულებების ჩვენების საშუალება არ აქვს. 

უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად ფაქტებისა და არგუმენტისა, რაც მისი თქმით, გოგაშვილის გასასამართლებლად საკმარისად აქვს დაცვის მხარეს, სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

ზოგადად კარგი იქნება, რომ ხელოვნურად, გრიფითი საიდუმლო არ ჰქონდეს ამ საქმეს და მქონდეს შესაძლებლობა, თქვენ ან ნებისმიერ პირს გადმოგცეთ სისხლის სამართლის მასალები, თუნდაც დასკვნითი სიტყვა და დარწმუნდებით, რომ თავის დროზე წარმოებული ბრალდება იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ, ასევე პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართალთან. სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს აღნიშნულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი ფაქტები და არგუმენტი გვაქვს იოსებ გოგაშვილის გასასამართლებლად, სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ გვაქვს". - ამბობს ადვოკატი. 

გოგაშვილი ის მაღალჩინოსანია, რომელმაც "ოცნება" არჩევნების გაყალბების მექანიზმი ამხილა და სუს-ის მიერ ათასობით ადამიანის უკანონო მოსმენისა და "ქართული ოცნების" რუსულ კავშირებზე, საჯაროდ, ფაქტებით ილაპარაკა. ახლა მთავარი კითხვაა, გამოუშვებს თუ არა "ოცნება" გოგაშვილს, თუ არჩევნების წინ მხილების ახალი სერიის შიშით ისევ პატიმრობაში დატოვებს?

მსგავსი სიახლეები