ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს, ცალსახად დავგმე ტერორიზმი - პრეზიდენტი
ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ - სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს..
ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.
იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას", – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.