ჩვენი ხმა ევროპას! - ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხელოვანები ხვდებიან
ჩვენი ხმა ევროპას! - კამპანიას კულტურის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში ხელოვანები პრეზიდენტს ხვდებიან და ხელმოწერებს ტოვებენ და ამ გზით უერთდებიან პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ევროკავშირს საზოგადოების ხმა მიაწვდინოს.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.