ხმაურზე ჯარიმები იზრდება - პარლამენტმა კანონპროექტი 80 ხმით მიიღო

16.11.23 18:56
ხმაურზე ჯარიმები იზრდება - პარლამენტმა კანონპროექტი 80 ხმით მიიღო

ხმაურზე ჯარიმები იზრდება - პარლამენტმა კანონპროექტი 80 ხმით მიიღო.

 „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები