როგორ შეუძლია ოპოზიციას "ოცნების" დამარცხება - IRI-ის კვლევების შედეგები და "ოცნების" თავდასხმა
გამარჯვების ფორმულა დადებულია. ერთობა იგებს. ყოველი მეოთხე ამომრჩევლიდან სამი ხმას ოპოზიციას აძლევს. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ოპოზიცია იგებს, თუმცა ამისთვის ერთადერთი პირობაა. პოლიტიკოსებმა ძალების გაერთიანება უნდა შეძლონ. IRI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ თუ პროდასავლური ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გავა არჩევნებზე "ოცნება" დამარცხდება. გამარჯვება კი მცირე პარტიების ერთობაზე გადის. ამომრჩევლების უმრავლესობა "ოცნებას" უარს ეუბნება და კოალიციურ მმართველობას ითხოვს.
ხელისუფლება უკან არ იხევს -საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს უნდობლობას უცხადებს, ოპოზიციას კი ირონიით ესხმის თავს. პოლიტიკური კლუბები პარლამენტში არ უნდა იყვნენ - ასე მოიხსენიებს ირაკლი კობახიძე იმ პარტიებს, რომლებიც კვლევებში 5 პროცენტზე დაბლა აღმოჩნდნენ. გიორგი გახარია გადამგდებად გამოაცხადეს, ნაციონალური მოძრაობას კი შემცირებულ რეიტინგზე მიუთითეს. "ოცნების" თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი დღეს "ლელოც" იყო.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.