ქურდული გარჩევა ქალის დაკვეთით - ბრალდებული ნინო ცეცხლაძის აღიარებითი ჩვენება ექსკლუზიურად "პირველებში"
ქურდული გარჩევა ქალის დაკვეთით. პენსიონერი ქალი ვალის დაბრუნებას ე. წ კანონიერი ქურდების ჩარევით ცდილობდა. ეს ქურდების საძმოს საქმის ახალი დეტალებია. "პირველების" ხელშია ბრალდებული ქალის აღიარებითი ჩვენება, სადაც პენსიონერი ყვება, რომ ე.წ სხოდკებში თავადაც მონაწილეობდა. ნინო ცეცხლაძე მოსამართლეს დღეს გათავისუფლებას მხოლოდ იმიტომ სთხოვდა, რომ უნდა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ვალი უკან დაიბრუნოს.
პენსიონერი ცეცხლაძის დავალებით ე.წ. ქურდული წესებით საქმეს, მოვალე ქალის ძმებს ურჩევდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საქმის გარჩევებმა არ გაჭრა, პენსიონერმა ე.წ კანონიერ ქურდებს მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობდა. "ქურდების საძმოს" შვიდ ტომიან საქმეში, პენსიონერი ქალის ეპიზოდი უპრეცენდენტო და ყველაზე ხმაურიანია. 61 წლის ცეცხლაძეს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.