კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ - ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

16.11.23 19:35
კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ - ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

"აქ კარნახისთვის არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე", - ეს განცხადება ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრების დროს ყველა იმ რეკომენდაციაზე ისაუბრეს, რასაც კომისია გასცემს. უმთავრესი გზავნილი კი კომისიის ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსნების მიმართ აქვს -   "მითითებებს ვაძლევთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები" .

ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე გვქონდა, რომლის განმავლობისას ქვეყნის მაღალჩინოსნებს შევხვდით. ჯერ პარლამენტის სპიკერს შევხვდით, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობის “ქართული ოცნების” ლიდერს შევხვდით, ასევე, შეხვედრა გვქონდა რესპუბლიკის პრეზიდენტთან. ასევე, გვქონდა შეხვედრები ოპოზიციის, უმცირესობის ლიდერებთან. შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ასევე, შევხვდით პრემიერ-მინისტრს.

ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლევთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები. ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე”, - განაცხადა ფრენდომ.

მსგავსი სიახლეები