სკოლაში დაწყებული ბულინგი, მკვლელობით დასრულდა - 18 წლის ბიჭი "შტირით" მოკლეს

16.11.23 20:22
სკოლაში დაწყებული ბულინგი, მკვლელობით დასრულდა - 18 წლის ბიჭი "შტირით" მოკლეს

 

18 წლის ბიჭი დმანისში მეჩეთთან ე.წ შტირით მოკლეს.  გულში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ხელბორკილები კი მოკლულის თანასკოლელს 15 წლის მოზარდს დაადეს. ირკვევა, რომ ელვინ გუსეინოვს ორი ადამიანი ხელებით იჭერდა, ბრალდებული კი მას ცივი იარაღით  სასტიკად უსწორდებოდა. ახალგაზრდებს შორის სისხლიან გარჩევაში 10-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია. 

ყველაფერი კი ბულინგით დაიწყო. როგორც ირკვევა, სამი წლით უფროსი ახალგაზრდა თანასკოლელს მშობლების საქმიანობის გამო დასცინოდა. შეურაცხყოფილმა მოზარდმა ის  სახლიდან გამოიყვანა ქუჩური წესებით სცადა მასთან გასწორება, ჭრილობები გულის არეში ე.წ. შტირით მიაყენა და გაიქცა.  მოკლულის ოჯახი კი ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ვინც მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები