გახდება თუ არა სააკაშვილი ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი? - ყველა 20 ნოემბრის სასამართლო პროცესის მოლოდინშია
გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი? პატიმარი პრეზიდენტი პარტიის შეთავაზებას 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე საჯაროდ "ვივა მედიდან" უპასუხებს. ჩვენი ინფორმაციით, პატიმარი პრეზიდენტის მიმართვის იდი ნაწილი პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს დაეთმობა. მესამე პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატად დასახელება კი მის დაფუძნებულ პარტიაში აქტიურად განიხილება.
ახლა ყველაზე საინტერესოა, როგორ მოხდება ეს სამართლებრივად? მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მას ქართული პასპორტი ივანიშვილის მთავრობამ ჩამოართვა. საქართველოს კანონმდებლობა კი უცხო ქვეყნის მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას კრძალავს, თუმცა იურისტების განმარტებით, ამ შემთხვევაშიც არსებობს სამართლებრივი გამოსავალი. მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობა" სამოქმედო გეგმის გასაჯაროებისთვის ემზადება. პარტიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ არჩევნების მოგების გზა მიხეილ სააკაშვილზე გადის.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.