გაცხადებულია ევროპული გზა, ამას ვერავინ გადაუხვევს და როგორც კი გადაუხვევს, მიიღებს 8-9 მარტის მოვლენებს - სალუქვაძე
„საჭიროა ქვეყანა წინ წავიდეს და ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ თქვეს, რომ გაცხადებულია ევროპული გზა, ამას ვერავინ გადაუხვევს და როგორც კი გადაუხვევს, მიიღებს 8-9 მარტის მოვლენებს,“ - ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა გეგა სალუქვაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
სალუქვაძის თქმით, უმთავრესია ახლა ყველა ორიენტირდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილება.
2020 წლის მერე ოპოზიციის თვითდესტრუქცია, არ ვიცი. ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე აბსოლუტურად ნათელია - გავდივარ ქუჩაში, მესმის, რომ მერიაში რაღაცის უფლება თუ გინდა მოიპოვო, ქრთამი უნდა მიიტანო, ეს არის პირდაპირ გამანადგურებელი. მაგრამ რას ვაკეთებთ - ისევ ზეპირი ოპტიმიზმით ვცდილობთ მივიდეთ 2024 წლის არჩევნებამდე,“ - ამბობს სალუქვაძე.