2012 წელს წარმოდგენა არ მქონდა, რომ სისტემა არ დაინგრეოდა და ქვეყანა მსგავს მოღალატეებს ჩაუვარდებოდათ ხელში - ანაკო ტურაშვილი

16.11.23 21:50
2012 წელს წარმოდგენა არ მქონდა, რომ სისტემა არ დაინგრეოდა და ქვეყანა მსგავს მოღალატეებს ჩაუვარდებოდათ ხელში - ანაკო ტურაშვილი

„2012 წელს წარმოდგენა არ მქონდა, რომ სისტემა არათუ არ დაინგრეოდა, უფრო გაუარესდა, დალპებოდა და გაუარესდებოდა და ქვეყანა მსგავს მოღალატეებს ჩაუვარდებოდათ ხელში, რომლებიც დაანაწევრებდნენ და თითო-თითოდ, კუთხე-კუთხე გაყიდიდნენ რუს ოლიგარქებზე,“ - ეს განცხადება ტელეწამყვანმა, ანაკო ტურაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც ანაკო ტურაშვილი ამბობს, მარტის აქციები „გამარჯვება იყო, რომელიც გვჭირდება“.

ლაზარე და ნანა მალაშხია - ასეთი გმირები არიან ადამიანები, რომლებიც არ მაძლევენ საშუალებას, რომ ნიჰილიზმს ავყვე და გადავეშვა ამ ნიჰილიზმში. არ მაძლევენ უფლებას, რომ შემეშინდეს და მოვდუნდე. 
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სიტუაციაში, რომ სულ რაღაც გვემუქრება ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, ყოველთვის გვაქვს შიში, ხომ არ წავიდეთ ამ ქვეყნიდან, მერე მახსენდება ხოლმე, რომ მარტის აქციების მერე რამდენჯერმე შემხვდა კადრები, ლაზარეს სასამართლო, ან ქალბატონ ნანას როგორ უჭირავს დროშა და ხალხი როგორ ეხმარება, მართლა ცრემლის გარეშე არ შემიხედავს და მერე ჩემს თავს ვაიძულებ, ვუთხრა, რომ არ მაქვს უფლება, რომ გადავეშვა ნიჰილიზმში.
ზუსტად მარტის აქციებში რაღაცის იმედი დავინახე, დავინახე ლაზარესნაირი მომავალი თაობა, რომელიც არ მისცემს უფლებას ბიძინა ივანიშვილს და თავის მთავრობას, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ,“ - ამბობს ანაკო ტურაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები