ესენი ჩვენს მოთვინიერებას ცდილობენ, რომ შევეგუოთ, აბა ომი გინდათ? მშვიდობა მორჩილება არ არის - ჯავახია

16.11.23 22:10
 ესენი ჩვენს მოთვინიერებას ცდილობენ, რომ შევეგუოთ, აბა ომი გინდათ? მშვიდობა მორჩილება არ არის - ჯავახია

„რას აკეთებენ ესენი - ესენი ჩვენს მოთვინიერებას ცდილობენ, რომ შევეგუოთ, აბა ომი გინდათ? მშვიდობა მორჩილება არ არის,“ - ეს განცხადება პროფესორმა ბეჟან ჯავახიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
ჯავახიამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად რა უნდა გააკეთონ პარტიებმა, ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პარტიებმა ახალი ძალა უნდა მოძებნონ, „ახალი სახეები და ახალი ტექსტები, ტერმინები“ უნდა მონახონ. ჯავახიას თქმით, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებების კეთების ნაცვლად, "ანტისაოკუპაციო გაერთიანება" უნდა შეიქმნას.

გვაქვს ევროკავშირისგან მხარდაჭერა, 9 დამატებით პუნქტია, რომელსაც შეამოწმებენ. მეორე, როდესაც 2020-ში გაიმარჯვეს, მაჟორიტარული არჩევნები გვქონდა და დიდი როლი შეასრულეს - მაჟორიტარები ყიდულობდნენ ადგილებს.
რუსული ნარატივია, რომ ნაციონალები რომ ძლიერები არიან, ცუდია, ეს არის რუსული ნარატივი. ჩვენ პირველი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამი არჩევნები გაძლო ხელისუფლებაში.
რას აკეთებენ ესენი - ესენი ჩვენს მოთვინიერებას ცდილობენ, რომ შევეგუოთ, აბა ომი გინდათ? მშვიდობა მორჩილება არ არის,“ - ამბობს ჯავახია.

 

მსგავსი სიახლეები