ლაზარე, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი, მალე თავისუფლებაზე გიხილავთ - ლაზარეს ბაბუის მიმართვა
ლაზარე, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება, მალე თავისუფლებაზე გიხილავთ, ჩაგეხუტები და მოგეფერები და გამაგრდი, რაც მთავარია,“ - ამ სიტყვებით მიმართა ლაზარეს მისმა ბაბუამ გია კალანდაძემ „რეაქციის“ სტუდიიდან.
როგორც გია კალანდაძე ამბობს, მისი შვილიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება სასამართლომ გადადო, მიზეზი პროკურატურის მიმართვა გახდა. კალანდაძის შეფასებით, ლაზარეს საქმეს აჭიანურებენ.
ხვალ უნდა ყოფილიყო ლაზარეს განაჩენი. რატომღაც და როგორღაც პროკურატურამ დააყენა საკითხი, რომ კიდევ რამდენიმე განხილვა ჩაენიშნათ და ხვალინდელი განაჩენის გამოტანა გააუქმეს. მოსამართლემ თქვა, რომ საერთოდ ამ თვეში აღარ სცალია, დეკემბერში ჩანიშნავენ სასამართლოებს, ოღონდ არ ვიცით როდის. ეს რაზე მეტყველებს - ანუ გაწელეს ლაზარეს განაჩენის ამბავი, რა დღეში ვართ, არ ვიცი,“ - ამბობს ლაზარეს ბაბუა.