ლაზარე შეიძლება ვყოფილიყავით ნებისმიერი ჩვენგანი, უნდა გამაგრდეს, არ დატოვებს ხალხი მარტო - ტურაშვილი

16.11.23 22:36
ლაზარე შეიძლება ვყოფილიყავით ნებისმიერი ჩვენგანი, უნდა გამაგრდეს, არ დატოვებს ხალხი მარტო - ტურაშვილი

"ლაზარე შეიძლება ვყოფილიყავით ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც იმ დღეებში იქ ვიყავით - ძალიან ვწუხვარ, რომ ის აღმოჩნდა ციხეში მარტო. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ არავინ არ დატოვებს მას მარტო," - ეს განცხადება ტელეწამყვანმა, ანაკო ტურაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

ტურაშვილმა ლაზარეს საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის წინააღმდეგ პროპაგანდა მუშაობდა, თუმცა რეალური მტკიცებულება ლაზარე გრიგორიადისის დანაშაულის დამადასტურებელი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. 

დარწმუნებული ვარ, რომ ურთულესია მისი იქ ყოფნა. ინტერვიუს მერე დავრწმუნდი, რომ არაფრის ეშინია, გაუძლებს და გააზრებულად აქვს მიღებული მონაწილეობა აქციებში და იცის, რომელ მხარეს იდგა და კარგად ესმის, რისთვისაც დაისაჯა. ლაზარე შეიძლება ვყოფილიყავით ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც იმ დღეებში იქ ვიყავით - ძალიან ვწუხვარ, რომ ის აღმოჩნდა ციხეში მარტო. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ არავინ არ დატოვებს მას მარტო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროპაგანდა შეთითხნეს, ამდენი თვის მერე ერთი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ ბრალდების და ვერაფრით ამტკიცებენ, რასაც ამბობენ და ეს პროპაგანდაც ნელ-ნელა გაივლის და უნდა გამაგრდეს, არ დატოვებს მას ხალხი მარტო,“ - ამბობს ანაკო ტურაშვილი.

მსგავსი სიახლეები