დადებითი დასკვნა ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა - პრეზიდენტი

16.11.23 23:00
დადებითი დასკვნა ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა - პრეზიდენტი

"ამ დადებით დასკვნას ძირეული ეფექტი აქვს: ის ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა," - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ ეფექტებზე, რაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას შეუშლია მოიტანოს ქვეყანაში. პრეზიდენტის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციას გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ქმედებებზე.

მოსახლეობას ხანგრძლივი საბჭოთა წარსული აქვს. მან კარგად იცის რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ასე რომ, ის ცხადად ხედავს და ფხიზლად რჩება მომავალი თვეების განმავლობაში. მე ამაზე არ ვღელავ. ამ დადებით დასკვნას ძირეული ეფექტი აქვს: ის ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ დაყოფილ ოპოზიციას სურს, რომ ისარგებლოს ამ ახალი მოცემულობით, მან ხელახლა, სხვა სახის მობილიზაცია უნდა შექმნას," - ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ბერკეტები ხელისუფლებაზე ზემოქმდების ახალი ცხრა პირობის შესრულების მიზნით, პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი ბერკეტი აქვს მასზე ზეწოლის, ვიდრე პირიქით.

ზურაბიშვილის თქმით, თავის პოზიციას კანონპროექტებზე ვეტოს დადებით აფიქსირებს, როდესაც თვლის, რომ "კანონი ევროპულ სულისკვეთებასა თუ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება".

მოგეხსენებათ, ხელისუფლებას ჩემზე ზეწოლის უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე პირიქით. [ოქოტმბერში პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილება შეზღუდულია, ხელისუფლების მიერ უშედეგო იმპიჩმენტის მცდელობის წინაშე აღმოჩნდა]. ანტონიო გუტიერეშის [გაეროს გენერალური მდივანი] ციტატა რომ მოვიყვანო, მე ვიტყოდი, არ მაქვს არანაირი ძალაუფლება, გარდა სიტყვისა, თუმცა ეს სიტყვა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, საარჩევნო წელს ოპოზიციისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისათვის, რომელთათვისაც მე, დე ფაქტო, ყველაზე პროევროპელი წარმომადგენელი ვარ, უაღრესად მნიშვნელოვანია. მე ვეტოს უფლებას ვიყენებ ყოველთვის, როდესაც კანონი ევროპულ სულისკვეთებასა თუ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ვეტოს ყოველ ჯერზე ძლევენ, მაგრამ მას საჯარო გაფრთხილების ეფექტი აქვს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები