ხომ არ შეიცვალა პოზიცია ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალების - რას პასუხობს Le Monde-ს პრეზიდენტი
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის შეწყალებას - Le Monde-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე კონკრეტულად არ პასუხობს. თუმცა ამბობს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩართვას და თავად მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს.