პრეზიდენტმა გაიაზრა ის ფაქტი, რომ "ოცნება" პერსონალურად ივანიშვილია - კუპრაძე

17.11.23 11:18
პრეზიდენტმა გაიაზრა ის ფაქტი, რომ "ოცნება" პერსონალურად ივანიშვილია - კუპრაძე

პრეზიდენტმა გაიაზრა ის ფაქტი, რომ "ოცნება" პერსონალურად ივანიშვილია - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს Le Monde-თან "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

კუპრაძის თქმით, კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თამამად ახსენებს ივანიშვილს და მის ოლიგარქობას.

გაიაზრა ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" არის ივანიშვილი პერსონალურად და როგორც ჩანს, თამამად ახსენებს ივანიშვილს, მის ოლიგარქობას, მის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს "ქართული ოცნების" სახით და პრორუსულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ეს ქვეყანა კრახისკენ და უფსკრულისკენ მიჰყავს. კარგია, როცა სალომე ზურაბიშვილი სწორად ხვდება, თუნდაც დაგვიანებით და იზიარებს ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას, მთავარ მუხრუჭს ევროინტეგრაციის გზაზე". - განაცხადა კუპრაძემ.

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს. 

მსგავსი სიახლეები