პრეზიდენტმა დახურულ მიღებაზე ასევე ოლიგარქიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა - რას უმხელს თაკო ჩარკვიანი "პირველებს"

17.11.23 11:28
პრეზიდენტმა დახურულ მიღებაზე ასევე ოლიგარქიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა - რას უმხელს თაკო ჩარკვიანი "პირველებს"

თაკო ჩარკვიანი, რომელიც გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ათონელის რეზიდენციაში იმყოფებოდა, "პირველებს" გაუმხილა, რომ დახურულ მიღებაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე ოლიგარქიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"კანონი და სამართლის" ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის საკითხის ხსენებაც არ დავიწყებია და ამ მხრივ, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ "ყინული დაძრულია" და შესაძლოა ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. 

აქცენტი იყო ისეთი საინტერესო პრეზიდენტის გამოსვლაში ოლიგარქიასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა სხვა ტიპის სფიჩი იყო. უფრო იმედისმომცემი და უფრო თამამი, ვიდრე მას ჰქონია. მე რა თქმა უნდა მოვასწარი , ვუთხარი, ხომ იცი მე ყოველთვის რაზეც გელაპარაკებით, ეს არის სააკაშვილის თემა, დეესკალაციის თემა.  იქვე ხომ არ მეტყოდა, რომ დიახ, მე შევიწყალებ, მაგრამ თითქოს მომეჩვენა, რომ ამ კუთხით რაღაცა ყინული არის დაძრული". - ამბობს ჩარკვიანი.

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს. 

მსგავსი სიახლეები