ძველი პირადობები არჩევნებზე და სააკაშვილის საკითხი - რატი ბრეგაძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან
რატომ შეიძლება იყოს დასაშვები 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში ძველი პირადობის მოწმობები? - ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური კითხვა, რომელსაც დღეს რატი ბრეგაძემ უნდა გასცეს პასუხი. ზუსტად ერთ საათში, იუსტიციის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. ბრეგაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივა.
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ მინისტრი კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს თუ როგორ აპირებს მისი სტრუქტურა პირადობების საკითხის მოგვარებას. კითხვები დაისმება მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.
მე მაქვს ძალიან მნიშნელოვანი კითხვა, რომელიც შეეხება, მაგალითად, იმ კანონპროექტს, რომელიც შეიტანეს "სოციალისტებმა" , რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" დავალებით. ეს შეეხება აიდი ბარათების მიღმა ქაღალდის პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას. რომელსაც მე ვუყურებ როგორც სერიოზულ პრობლემას. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური მოტივების გამო ზის ციხეში, შეიძლება ციხეშ დააბრუნონ, რა არგუმენტები აქვს მას ამისთვის, - ამბობს ოპოზიიცონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს იუსტიციის მინისტრთან კითხვები პენიტენციურ დაწესებულებებშ არსებულ ვითარებასთან და ასევე რეფორმებთან დაკავშირეით აქვს.
ის არ არის, სამწუხაროდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ის არის „ქართული ოცნების“ იუსტციიის მინისტრი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი პარტიული და რასაც დაავალებს პარტია, იმას აკეთებს ყოველთვის, მაგრამ ამასტან ერთად, პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის იმაზე, რომ საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო, მათ შორის, იუსტიციის მიმართულებით, იყო რეფორმების ლიდერი და ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი რეფორმები ქვეყანაში ამ მიმართულებით არ ხდება. აი, ეს საკითხი არის. ასევე, პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"ხალხის ძალას" კი აინტერესებს, რატომ არ გადაჰყავთ გამოჯანმრთელებული მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.
სააკაშვილზე მაქვს კითხვები, რომ თუ ის კარგად არის, მხნედ გამოიყურება და საქართელოს და მსოფლიო პოლიტიკას მემგონი, მართავს, ყოველ შემთხვევაში, თითონ ასე ამბობს, მაშნ რატომ არის ის ოროთახიან ლუქსში და რატომ არ იხის სასჯელს იქ, სადაც იხდიან სხვები?, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.