ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, ენმ-ში პრეზიდენტისგან მთავარი ტესტის ჩაბარებას ელოდებიან

17.11.23 12:01
ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, ენმ-ში პრეზიდენტისგან მთავარი ტესტის ჩაბარებას ელოდებიან

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ პირველი ტესტი სალომე ზურაბიშვილმა ჩააბარა, როდესაც ის ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე ალაპარაკდა და ოლიგარქი უწოდა ბიძინა ივანიშვილს, ახლა კი ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში პრეზიდენტისგან  მეორე ტესტის ჩაბარებას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ელოდებიან.

მთავარი, რაც ამ ქალბატონს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება, გარკვეული, პოზიტიური შთაბეჭდილების მომხდენია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე არ საუბრობდა და ასე ვთქვათ, ხელს აფარებდა ოლიგარქს. აი ეს კონტექსტი, რომ თითქოსდა ჰუმანიტარული საკითხით უნდა შემოიფარგლოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი და არ გახდეს პოლიტიკური, თავისთავად არაობიექტურია". - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები