ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას არავის შევარჩენთ! - ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

17.11.23 12:46
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას არავის შევარჩენთ! - ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ენმ-ს წევრის ნუგზა ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაგრატიონი თანაგუნდელის სიკვდილში ხელისუფლებას და აჭარის მტავორბის თავმჯდომარეს ადანაშაულებს. მისი თქმით, საქმე სათანადოდ გამოძებული იქამე ვერ იქნება, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას იკავებს. 

ორი წელი გავიდა ჩვენი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების და ჩანაწერის საჯაროდ გამოქვეყნებისა, დღემდე გამოუძიებელია. მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს დანაშაული, ოჯახი იქნეს დაზარალებულად ცნობილი, რათა ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა

„ორი წელი გავიდა ჩვენი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან. მას შემდეგ, რაც 2021 წლის არჩევნებზე „რუსულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა და უმრავლესობით მოვიდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ გასცა დავალება, რომ ეს ბალანსი როგორმე აღედგინა თორნიკე რიჟვაძეს. მას შემდეგ თორნიკე რიჟვაძე, რა თქმა უნდა, გადავიდა ქმედებაზე და დაიწყო საკრებულოს წევრების მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა და სამწუხაროდ, მათ შორის იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც არ გაიყიდა, მან ერთგულება დაუმტკიცა თავის ამომრჩეველს და თავის თანაგუნდელებს, მაგრამ ვერ გაუძლო მისმა ჯანმრთელობამ და გულმა და ის გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება და არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა საჯაროდ, დღემდე გამოძიებული არ არის. ვერ იქნება და არ იქნება გამოძიებული მანამ, სანამ თორნიკე რიჟვაძე ინარჩუნებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას და მისი მამა პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობას, ამიტომ მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს დანაშაული, ოჯახი იქნეს დაზარალებულად ცნობილი, რათა ოჯახს ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან. ასევე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ამ გამოძიებას. ჩვენ არ შევეგუებით და არ შევარჩენთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობას, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა მის გარდაცვალებაში,  - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა
 

მსგავსი სიახლეები