ზურაბიშვილი, ივანიშვილთან დაკავშირებით, "ნაცების" გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო - მდინარაძე

17.11.23 12:57
ზურაბიშვილი, ივანიშვილთან დაკავშირებით, "ნაცების" გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას უწოდებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი, ივანიშვილთან დაკავშირებით, "ნაცების" გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო.

"ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე ნაცების მესიჯბოქსში და ეს ჰგავს, ანუ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს ადამიანს უნდა აკავებდეს, იმიტომ, რომ მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მისი გაკრიტიკება მინდოდეს, ცოტა უფრო რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ადამიანური მომენტია. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, მიუხედავად ამისა, ნაცებს რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯობქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი". - ამბობს მდინარაძე.

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს. 

მსგავსი სიახლეები