სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველ კადრებს ავრცელებთ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? - ხაჯიშვილი ბრეგაძეს
"ავრცელებთ მისი ღირსებისა და პატივის შემლახველ კადრებს, ეს რა ევროპული საქციელია? იღებთ თუ არა თქვენ პირადად ამ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას" - ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა.
რატი ბრეგაძეს მინისტრის საათის ფარგლებში ამ წუთებში დეპუტატები კითხვით მიმართავენ. როგორც ხაჯიშვილი ამბობს, მმართველი ძალა წინააღმდეგობაში მოდის თავის განცხადებებთან, როდესაც ამბობენ, რომ იცავენ ადამიანის უფლებებს და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის ღირსების შემლახავ კადრებს ავრცელებენ.
საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც დგას ადამიანების ღირსების სადარაჯოზე, ამას ამბობთ თქვენ და ამავე დროს არღვევთ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებს. ავრცელებთ მისი ღირსებისა და პატივის შემლახველ კადრებს, ეს რა ევროპული საქციელია? იღებთ თუ არა თქვენ პირადად ამ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას,“ - ამბობს ხაჯიშვილი.