აბსურდში გადასული, დაცემული და გაბოროტებული - ღუდუშაური პრეზიდენტის ინტერვიუს ბინძურ ქმედებას უწოდებს

17.11.23 13:16
აბსურდში გადასული, დაცემული და გაბოროტებული - ღუდუშაური პრეზიდენტის ინტერვიუს ბინძურ ქმედებას უწოდებს

აბსურდში გადასული, დაცემული და გაბოროტებული - "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის Le Monde-სთან მიცემული ინტერვიუს გამო წყობილებიდან გამოვიდა.

ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტს აბსურდში გადასულს, დაცემულს და გაბოროტებულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი განცხადება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ბინძური ქმედება იყო.

სალომე ზურაბიშვილი იმ დონეზე არის დაცემული, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" კი რეალურად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. მისი ეს განცხადებები ძალიან ჰგავს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის განცხადებებს, რომელმაც ძალიან კარგად უწყის, რომ თავისი ფორმალური პრეზიდენტობის ბოლოო თვეებს ითვლის და შესაბამისად გადასულია ისეთ აბსურდში და ისეთ გაბოროტებულ მდგომარეობაში არის, რომ ცდილობს, გარშემო ყველა დააზიანოს და გასვაროს. ეს არის ძალიან ბინძური მოქმედება მისი მხრიდან". - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს. 

მსგავსი სიახლეები