სააკაშვილი მხართეძოზეა წამოგორებული, მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას - ღუდუშაური

17.11.23 13:26
სააკაშვილი მხართეძოზეა წამოგორებული, მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას - ღუდუშაური

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ააქტიურებს. მისი ვივა-მედიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხზე დღეს პარლამენტშიც ისაუბრეს.

როგორც დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რადგან მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

სააკაშვილზე მანამდე გვიანონსებდნენ და გვესმოდა, რომ ის იყო მსოფლიოში ისეთი დაავადებებით შეპყრობილი, რომლის განკურნება კი არა, დღეები იყო დარჩენილი, მე მაინტერესებს, როგორ მოახდინეს სასწაული? სააკაშვილი არის მხართეძოზე წამოგორებული ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში. თუ ის განიკურნა და კარგად არის, როგორც ამას სააკაშვილი იქიდან გვითვლის და გვემუქრება, მაინტერესებს როდის დაექვემდებარება ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც არის პირდაპირ გაწერილი, რომ ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და არა სასტუმროს მაგვარ ნომერში,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ღუდუშაურის გარდა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემაც.

გვსაყვედურობენ საზოგადოების დიდი ნაწილიდან იმის შესახებ, რომ არ არის მისი მდგომარეობა ისეთი, რომ ის იყოს კლინიკაში და არ იყოს ციხეში. ეს კითხვები ვფიქრობ, ბევრჯერ არის დასმული. ხელოვნური ვიქნები ძალიან, მე რომ დავუსვა რატი ბრეგაძეს კითხვა, აქ როგორ მოიქცევი, რას აპირებ და როგორ აპირებ, იმიტომ,რომ ისედაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ გუნდის წევრებს უამრავი კითხვა ექნებათ,“ - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები