"ალბათ გამომრჩა" - ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ მის ქონებრივ დეკლარაციაში ტექნიკური ხარვეზია
"ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ დეკლარაციაში ქონების მითითება შესაძლოა, გამორჩა. მმართველი გუნდის წევრი ირმწუნება, რომ ადგილი ტექნიკურ ხარვეზს აქვს.
ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია. ჩავალ, გავერკვევი და კომენტარს მოგცემთ მერე. ჩემი ხელფასი იმდენად საჯარო ინფორმაციაა, რომ არ მგონია, ეს სალაპარაკო იყოს. ალბათ ტექნიკური შეცდომაა. უძრავი ქონება რაც მქონდა 10 წლის წინ, იგივე მაქვს. ერთი და იგივე გადმოდის დეკლარაციაში. უძრავი ოქნების გრაფა მთლიანად არ არის მონიშნული ტექნიკური ხარვეზის გამო. ისე გამომრჩა თუ ასე გამომრჩა, ტექნიკური ხარვეზია. მეუღლისაა ყველაფერი ეგენი, მე პირადად არ მაქვს არაფერი, - ამბობს ზავრადაშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მკვლევარებმა დაადგინეს, რომ "ოცნების" დეპუტატს ირმა ზავრადაშვილს დეკლარაციაში არასრულად აქვს შევსბული. TI-ის ინფორმაციით, დეპუტატი უძრავ ქონებას, ხელფასს და მეუღლის ბიზნესწილს მალავს.