რუსი ტუროპერატორები საქართველოზე: "ბევრი რეისია, თვითმფრინავები სავსეა"
რუსი ტუროპერატორების თქმით, რუსეთში ტურისტებს შორის ზამთრის სეზონზე მოგზაურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად საქართველო მიიჩნევა.
პორტალ TourDom.ru-ს ცნობით, ტურისტებს შორის საქართველოს პოპულარობა 200%-ით გაიზარდა, ხოლო Pink Elephant-ის ქსელის ხელმძღვანელის ალექსან მკრტჩიანის თქმით, "გაყიდვები ათასჯერ გაიზარდა".
გაზრდილი მოთხოვნის მიზეზი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებაა, რომლებიც სრულდება არა მხოლოდ სოჭიდან და მოსკოვიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც.
ბევრი ფრენაა, თვითმფრინავები სავსეა". - ამბობენ რუსეთში ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ყველაზე ხშირად ირჩევენ 8-დღიან ტურებს, ღირებულება ფრენის გარეშე 500 აშშ დოლარიდან იწყება. ამაში შედის სასტუმროში განთავსება საუზმით, ღვინის დეგუსტაცია, შესანიშნავი ქართული ვახშამი". - ამბობს ტურისტული კომპანია GavaziTravel-ის მფლობელი რამაზ ბეროშვილი.
ამასთან, როგორც ბეროშვილი ამბობს, "თბილისში მშვიდი გარემოა", "ტურისტებს აბსოლუტურად არაფრის უნდა ეშინოდეთ, პატივისცემა ყოველთვის იყო და არის - ასე ფიქრობს ქართველების 90% მაინც".
რუსი ტუროპერატორების თქმით, მიუხედავად წინასაახალწლო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნისა, თბილისის სასტუმროებში ხელმისაწვდომი ნომრების პრობლემა არ არის.