ენმ-ს წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს

17.11.23 14:32
ენმ-ს წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე - პრეზიდენტის პოსტზე 2 წლის ვადით აირჩიეს. 

ჩვენი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ახლა მიმდინარეობს კიევში, არის სამოცდამეორე ასამბლეა, 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე პარამეტრის გამო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთის დელეგაცია აღარ არის ჩვენი ორგანიზაციის მონაწილე, რადგან ჩვენ შევუჩერეთ, არ დავუმტკიცეთ მანდატები. პატივია ჩემთვის, რომ ამ ორგანიზაციამ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ექნება საშუალება, ჰქონდეს ბერკეტი, რომ ჩვენს მეგობრებს ელაპარაკოს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც მე ვიგრძენი ჩემი ქვეყნის მიმართ უკრაინის დელეგაციისგან. პირადად პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან თბილად საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, ესმის რა მდგომარეობაში ვართ, ყველანაირად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენს მიმართ. მე მქონდა საშუალება პირადად მესაუბრა მასთან, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავცვალეთ. აქ მივიღეთ დეკლარაცია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და იმ ვითარებას, რომელიც უკრაინაში არის დღეს. ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავსულიყავით ბუჩაში და ადგილზე გვენახა თუ რა ვითარებაა და როგორ მდგომარეობაშია უკრაინელი ხალხი. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული ასამბლეაზე, ის საკითხები რომლებიც არამარტო უკრაინას ადარდებს,  არამედ ამ შემთხვევაში ჩვენ, საქართველოსაც. ჩვენ გავაგრძელებთ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო თემას ჩამოვიტან საქართველოში, განხილვის მიზნით,  - განაცხადა რამაზ ნიკოლაშვილმა.

პლენარულ სესიაზე ასევე კიდევ ერთი ვადით აირჩა ასამბლეის გენერალური მდივანი - ასაფ ჰაჯიევი.

დილა მშვიდობისა. მოგესალმებით კიევიდან ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ადამიანს. მსურს, გაგიზიაროთ მოკლე ინფორმაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (პაბსეკის) 62-ე სხდომის თაობაზე, რომელიც გაიმართა კიევში. განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. გაიმართა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები და არჩეულ იქნა სამი ადამიანი თურქეთიდან, საქართველოდან და ალბანეთიდან. საქართველოდან ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილი, ალბანეთიდან - ბ-ნი პეტრო კოჩი, ხოლო თურქეთიდან - ბ-ნი ფათიჰ დონმეზი. 
პირველ რიგში, მსურს, მივულოცო ყველა მათგანს, მივულოცო საქართველოს და საქართველოს პარლამენტს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობაა ჩვენს ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს პატივისცემას საქართველოს პარლამენტის და პაბსეკში მისი წარმომადგენლის მიმართ. იგი ორი წლის განმავლობაში იქნება ვიზე-პრეზიდენტი, რომელიც წამყვანი ფიგურაა ჩვენს ორგანიზაციაში. მე ამას მივიჩნევ საქართველოს პარლამენტის წარმატებად, რადგან მე ვაფასებ საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან წვლილს პაბსეკის მუშაობაში. ყველას გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას, - განაცხადა ასაფ ჰაჯიევმა.

 

მსგავსი სიახლეები