სერგო ჩიხლაძე: აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით კონგრესში, სენატსა და სახდეპში ვაყენებდით

17.11.23 14:44
სერგო ჩიხლაძე: აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით კონგრესში, სენატსა და სახდეპში ვაყენებდით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრას მართავენ.
პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილება. მისივე თქმით, რობინ დანიგანმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით:

ეს არის პირველი გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან, მან ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. მათ შორის იყო USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ის, რომ თითქოს დასავლეთს ომი უნდა. 
მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-ს ელჩი არ შეეგუება, შესაბამისად, მოლოდინიც ასეთია.
შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში,- განაცხადა ჩიხლაძემ.

 

მსგავსი სიახლეები