ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოხატონ პროტესტი
ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ე.წ. უშიშროების კომიტეტი მოსახლეობას, საქართველოში რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით გონიერებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში "რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციაა" და მოსახლეობას "გონიერებისკენ" მოუწოდებენ.
ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ “დაუშვებლად მიაჩნია რაიმე არასანქცირებული საჯარო და საზოგადოებრივი აქციის გამართვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების საერთო კონტურის ფორმირებაზე ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ”.
საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ და უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობისკენ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ გონიერებისკენ”, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.