შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების საპარლამენტო ასამბლეას "ოცნებამ" დემარში გამოუცხადა

17.11.23 15:36
შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების საპარლამენტო ასამბლეას "ოცნებამ" დემარში გამოუცხადა

დემარში უკრაინას თუ მხარდაჭერა პუტინის რეჟიმს? - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშორმლობის ფორუმს, რომელიც წელს კიევში გაიმართა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია არ დაესწრო. როგორც წესი, ხელისუფლება ამ ღონისძიებაზე  ყოველწლiურად მიდის, თუმცა ამჯერად ფორუმზე მხოლოდ ოპოცია ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმში აქამდე რუსეთიც მონაწილეობდა, თუმცა წელს პუტინის რეჟიმმა უკრაინასთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომაზე უარი თქვა და წევრობა შეჩერა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი, რომლის სიტყვაშიც მოხვდა საქართველოც. ზელენსკის თქმით, შავი ზღვიდან რუსეთის ემონტაჟი უნდა მოხეს, ეს კი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.

რუსეთმა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს გამოიყენა. ომისა და ქაოსის გაღვივება ახლო აღმსავლეთში, კერძოდ სირიაში. ყირიმის დაპყრობით აიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონის და შავი ზღვის იარაღად გადაქცევა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ჩენი პორტების ბლოკადა და ჩვენი საექსპორტი ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება აგრესორს სჭირდებოდა, რათა განეადგურებინა სურსათის მსოფლიო ბაზარი და ამით გამოწევია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი განსაკუთრებით შავ ზღვაში დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

 

მსგავსი სიახლეები