პროექტი free misha ჩავარდა - მათიკაშვილი ბრეგაძეს
პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნის კამპანია გრძელდება. "ქართული ოცნების" დეპუტატები იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს მოუწოდებენ, რომ სააკაშვილი ვივა-მედიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.
პროექტი free misha ჩავარდა, ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ და გარკვეულ მესიჯებს ასე აჟღერებენ,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.
სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით გამოვიდა დაჩი ბერაიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა თუ გაუმჯობესდა, მაშინ ის ვივა-მედში აღარ უნდა დარჩეს.
მე მოვისმინე მინისტრის განცხადება, სადაც მან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.
ამ გაუმჯობესების ფონზე, როდის გეგმავთ პატიმარი სააკაშვილი დაუბრუნდეს იმ ადგილმდებარეობას, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს,“ - განაცხადა დაჩი ბერაიამ.