სამომავლო დეესკალაციისთვის აუცილებლად საჭიროა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება - ჩარკვიანი
"სამომავლო დეესკალაციისთვის აუცილებლად საჭიროა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება," - ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრს დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.
"კანონი და სამართლის" ლიდერმა პარლამენტში მისულ რატი ბრეგაძეს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დეესკალაციისთვის დიდი როლის თამაში შეუძლია.
ვინაიდან ასე ჩაერთო ყველა ამ დეესკალაციის გზაზე სტატუსის გამო, სახელმწიფოებრიობისთვის მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, არა პიროვნებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის დასავლურობის გზაზე. ერთეულებს გავაგებინებთ როგორმე რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, შერიგებისთვის, სამომავლო დეესკალაციისთვის აუცილებლად საჭიროა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.