თუ იქნება შესაძლებელი, რომ სააკაშვილთან ხანმოკლე, თუნდაც ფასიან ვიზიტებს აღადგინოთ - ჩხეიძე მინისტრს

17.11.23 15:13
თუ იქნება შესაძლებელი, რომ სააკაშვილთან ხანმოკლე, თუნდაც ფასიან ვიზიტებს აღადგინოთ - ჩხეიძე მინისტრს

ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების აღდგენას ითხოვენ. ისინი ამ წინადადებით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიმართავენ.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულ მინისტრს მოუწოდა, რომ სააკაშვილთან შესვლის უფლება დართონ დეპუტატებს. 

თუ იქნება შესაძლებელი, რომ ერთი პატიმრისთვის, რომელსაც პოლიტიკური პაემანი უწოდა ჩვენმა თავმჯდომარემ მასთან ვიზიტს, ხანმოკლე, თუნდაც ფასიან ვიზიტებს აღადგენთ,“ - მიმართ მინისტრს ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვივა-მედში რამდენიმე თვეა, აკრძალული აქვთ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, რომელიც ამბობს, რომ "სააკაშვილთან ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა". 

მსგავსი სიახლეები